მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია ეხმაურება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შესაძლებელია და...

ნიკა გვარამია ეხმაურება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შესაძლებელია და რ2 უკვე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის

Published on

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ ვინაიდან სტრასბურგმა დროებითი ღონისძიება გააუქმა, გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შესაძლებელია და რ2 უკვე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, სამართლებრივად არასწორი ინტერპრეტაციაა.

“მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს, იმიტომ რომ ეს ასეა, არასწორი ინტერპრეტაციაა სამართლებრივად და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიისა, რომელიც, მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს უმძიმესი გადაწყვეტილებისა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად შეცვალოს. 

იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ საკითხზე გასაჩივრებას წარმოებაში და დაადგენს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე იყო მიკერძოებული, საქმე სრულად ინგრევა. ამ შემთხვევაშ თუ დარეგისტრირებული იქნება უკვე ქიბარ ხალვაში და თან უკანონონდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი. ამიტომ ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის და ევროპული კონვენციის დარღვევა და თანამდებობრივი დანაშაული”, – თქვა ნიკა გვარამიამ. 

სიახლეები

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...