მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა კიდევ 128 ათასი ადამიანი

დავით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა კიდევ 128 ათასი ადამიანი

Published on

ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა 128,000 ადამიანით შეამცირა., 2013 წლის იანვრიდან დღემდე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506,245-და ნ377,971 მოქალაქემდე შემცირდა,ამავე პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთა ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს- აცხადებენ ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები.

ისინი თვლიან, რომ  მდგომარეობა განსაკუთრებით  დაამძიმა და ათიათასობით ოჯახი საარსებო შემწეობის გარეშე დატოვა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალმა მეთოდოლოგიამმ, ფრომელიც დავით სერგეენკომ   2014 წლის დეკემბერში შემოიღო.

 საქმე ისაა, რომ  ეს მეთოდოლოგია ემყარებოდა ახალ სიტუაციას, რომელიც უნდა შეექმნა 10-ლარიანი დანამატის შემოღებას სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, თუმცა  არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და საბიუჯეტო კრიზისის ფონზე მთავრობამ ვერ შეძლო მისი გაცემა და შესაბამისად ოჯახები, რომელთაც აქტივში ეს არმიღებული თანხა ჩაეთვალათ, იმ დახმარების გარეშე აღმოჩნდნენ, რომელსაც მანამდე იღებდნენ ან მოელოდნენ.  

ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ საბიუჯეტო კრიზისის მომიზეზება ამ საქმეში  ფუჭია, რადგან 2014 წლის იანვარიდან თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა მაშინ, როდესაც თვეში  მლნ ლარით ნაკლები იხარჯება  გაჭირვებულ ადამიანებზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის სპეციალური დადგენილებით, საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დავით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა   " – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში. 

 

სიახლეები

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...