მთავარისიახლეებიპოლიტიკალავროვი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ზომების გაუქმების პირობას ასახელებს - ,,დაისაჯონ ოპოზიციური...

ლავროვი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ზომების გაუქმების პირობას ასახელებს – ,,დაისაჯონ ოპოზიციური პარტიები და რუსთავი -2 ”

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Аргументы и Факты-სთან ინტერვიუში, საქართველოში არსებულ ვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა. სერგეი ლავროვის თქმით, კრემლი საქართველოს ხელისუფლებისგან, ანტირუსული ისტერიის გაღვივების ზიანისა და საფრთხის გაცნობიერებას ელოდება:


„ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა – ეს საქართველოს შიდა საქმეა. ამ პროცესში ჩარევას არ ვაპირებთ, თუმცა არ შეიძლება არ გვაღელვებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალური განწყობების მქონე წარმომადგენლის მცდელობები, რომ რუსფობიური განწყობები გააღვივონ და ჩვენი ხალხები წააჩხუბონ.

ასეთი მოღვაწეები ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანის შესახებ, რომელიც მათ მოაქვთ საკუთარი ქვეყნისთვის, თავისი ხალხი კეთილდღებაზე, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობის ხარისხზე.

ველოდებით საქართველოს ხელმძღვანელობისგან იმ ზიანისა და საფრთხის მალე გაცნობიერებას, რომელსაც ანტირუსული ისტერიის გამძაფრება მოიტანს. ბოლოს და ბოლოს მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თბილისში იპოვა საკუთარ თავში ძალა დაეგმო ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხის სამარცხვინო გამოხდომა რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხოფით, რამაც აღშფოთება გამოიწვია თვით ქართულ საზოგადოებაშიც.“- აღნიშნა ლავროვმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ზომების გაუქმების პირობასაც ასახელებს, ლავროვის თქმით იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზირებას და რუსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოფხვრას მიღებული ზომები შესაძლოა გაუქმდეს, მათ შორის ავიამიმოსვლის აკრძალვაც:

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზირებას ქვეყანაში და რუსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოფხვრას. იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდება, შეიქმნება აუცილებელი პირობები იმისთვის, რომ გადაიხედოს რუსეთის მიერ უსაფრთხოების მიზნით მიღებული ზომების გაუქმების შესაძლებლობა, მათ შორის ავიამიმოსვლის აკრძალვას. ჩვენ გვინდა ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...