მთავარისიახლეებირეგიონებიდე ფაქტო აფხაზეთში მოკლული კვიცინიების ოჯახმა ძმები ფანცულაიები მძევლად აიყვანა

დე ფაქტო აფხაზეთში მოკლული კვიცინიების ოჯახმა ძმები ფანცულაიები მძევლად აიყვანა

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში, გვიან ღამით, მილან და ზურაბ ფანცულაიები მძევლად აიყვანეს. დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა გარი არშბამ განაცხადა, რომ ღამით, დაახლოებით 11 საათზე, სოხუმში, ცეცხლი გაჩნდა სახლში, სადაც ფანცულაიების ოჯახი ცხოვრობს,ასევე 01:40 საათზე შეტყობინება შევიდა, რომ ქალაქ ტყვარჩელში, ფანცულაიების კუთვნილ სახლში ხანძარია, რომლის ლიკვიდირებაც მოხერხდა, „გაირკვა, რომ ფანცულაიები მოკლული კვიცინიას ნათესავებს ჰყავთ დაკავებული. გზები გადაკეტილი იყო. თუმცა, სამწუხაროდ, გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგები, ჯერჯერობით, ვერ მოგვცა“, – განაცხადა გარი არშბამ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ მოითხოვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა გააძლიერონ მუშაობა ამ მიმართულებით,-იუწყება ინტერნეტგამოცემა“აფსადგილ ინფო“. აინარ კვიცინია, 12 ივლისს სოხუმის ცენტრში მოკლეს,დაიჭრა, ასევე ლეონ კვიცინიაც. პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ უშიშროების საბჭოს სხდომა 15-16 ივლისს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამართა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...