მთავარისიახლეებისაზოგადოებახობში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს, რომელსაც დაზიანებები აღენიშნება

ხობში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს, რომელსაც დაზიანებები აღენიშნება

Published on

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს,რომელსაც არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით,მისი მდგომარეობა მძიმეა.“იმყოფება კომაში,აპარატზე“,- ” ადგილობრივმა იპოვა ბაღის შენობაში წაქცეული , როგორც ამბობენ, თავი ჰქონდა შესიებული და ყურებიდან სისხლი სდიოდა, მოტეხილობაც აქვსო. დეტალები არ ვიცი. ის ახლა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.,,“- განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ცოტნე დადიანმა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყებაში განაცხადეს ,რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...