მთავარიUncategorized,,გახარია წადი!,, _ ფოთის საკრებულოს წევრმა სხდომაზე ბანერი გაშალა

,,გახარია წადი!,, _ ფოთის საკრებულოს წევრმა სხდომაზე ბანერი გაშალა

Published on

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის წევრი” დარეჯან ცხვიტარია შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა, რომელზეც ეწერა ,,გახარია წადი”. მომხდარ ფაქტს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა სხდომაზე. საკრებულოს წევრმა, 20 ივნისის ღამე გაიხსენა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის დარბევა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო. ,,თქვენ ხართ რუსეთის მონები და ამისათვის პასუხს მოგთხოვთ შთამომავლობა. გახარიამ უნდა დატოვოს თანამდებობა. მას ამ ქმედებას საქართველო არ აპატიებს.”- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ. ცხვიტარიას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ და ,,ქართული ოცნების” წევრებმა სიმშვიდისკენ მოუწოდეს, ნაწილმა კი მის მიერ სხდომის დატოვება მოითხოვა. როგორც ცხვიტარია ამბობს , იგი მთელი სხდომის განმავლობაში ტრანსფარანტით ხელში, ფეხზე იდგება და პროტესტს სწორედ ამ ფორმით გამოხატავს.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...