მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ფლაერები წარწერით „გახარია წადი!“ დაარიგეს

ზუგდიდში ფლაერები წარწერით „გახარია წადი!“ დაარიგეს

Published on

დღეს, ზუგდიდში მოძრაობა „სირცხვილია“-ს წევრებმა ქალაქის ცენტრში სპეციალური ფლაერები წარწერით „გახარია წადი!“ დაარიგეს. მათი თქმით, 26 დღეა პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს და ისინი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. სტუდენტი მეგი შამათავა ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევაში მონაწილეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. ანალოგიური ხასიათის აქცია პალალელურად რამდენიმე დიდ ქალაქში გაიმართა. 20 ივნისის აქციის დარბევისას სამმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, 240-მა პირმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, ძირითადად სახის არეში. პროფესიული მოვალეობის დროს სულ 38 ჟურნალისტი დაშავდა.

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...