მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტმა არ ისურვა უკანა პლანზე დარჩენა ოლიმპიური თამაშების გახსნაზე

პრეზიდენტმა არ ისურვა უკანა პლანზე დარჩენა ოლიმპიური თამაშების გახსნაზე

Published on

საზოგადოებაში აქტიურად განიხილება საკითხი, თუ რატომ არ ესწრებოდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნას 

"ამ საკითხთან დაკავშირებით ოლიმპიურ კომიტეტს ჰკითხეთ და დეტალები მათთან გაარკვიეთ", – აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსახური.

თავის მხრივ ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ  პრეზიდენტს მოსაწვევი გაეგზავნა, თუმცა არა აქვს პასუხი კითხვაზე რატომ არ მიიღო მან მონასწილეობა საზეიმო ცერემონიალში. სოციალურ ქსელებში გამოითქვა ვარაუდი, რომ პრეზიდენტმა არ ისურვა უკანა პლანზე დარჩენა მაშინ, როცა ოლიმპიური თამაშების გახსნაზე საქართველოს ხელისუფლების სახელით მხოლოდ პრემიერ მინისტრს უნდა ელაპარაკა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ოლიმპიადის დაწყება ფეისბუქით მიულოცა:

"გილოცავთ "ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალს" დაწყებას! ვუსურვებ წარმატებებს სპორტსმენებს, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ქართველ ოლიმპიელებს, მნიშვნელოვანი დღეა ქართული სპორტის ისტორიაში!“, – წერს პრეზიდენტი. 

 

 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...