მთავარიUncategorizedასეთი სამარცხვინო მინისტრი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია - ოპოზიცია გახარიას გამოსვლას აფასებს

ასეთი სამარცხვინო მინისტრი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია – ოპოზიცია გახარიას გამოსვლას აფასებს

Published on

ასეთი სამარცხვინო მინისტრი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია – ასე აფასებენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, გიორგი გახარიას მიერ ღია ეთერში 20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

ხელისუფლების ოპონენტები, შს მინისტრს „ქართული ოცნების“ მესაფლავეს უწოდებენ და ამბობენ, რომ საჭიროა მისი თანამდებობიდან დროული გადაყენება.

„ასეთი არაადეკვატური, ასეთი კაცთმოძულე და სამარცხვინო მინისტრი, საქართველოს არ ჰყოლია. გახარია, რომელიც რეალურად იქცა „ქართული ოცნების“ მესაფლავედ თუ ჩვენ დროულად არ გავუშვით და მერე უკვე მისი ხელისუფლებაც არ მივაყოლეთ, შეიძლება შემდეგ ესენი იქცნენ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მესაფლავეებად,“-განაცხადა ”დემოკრატიული აუდიტის ცენტრის” ხელმძღვანელმა არმაზ ახვლედიანმა.

პოლიტიკოსები ქვეყნის პირველი პოლიციელის მიერ ნათქვამი ტყუილების ვრცელ ჩამონათვალს ადგენენ. ისინი ე.წ გავრილოვის ღამის მთავარ გმირს ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებენ და გახარიას სისხლიანი ღამის კონკრეტულ დეტალებს ახსენებენ.

„გახარიამ მოგვატყუა ყველაფერი. მე მგონი ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ის რაც მოხდა 20 ივნისს, იყო რუსული სადამსჯელო ოპერაცია საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და გახარიას და ივანიშვილს ეგონათ, რომ საქართველოს მოქალაქეები შეშინდებოდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დამიზნებით ესროდნენ სპეცრაზმელები ჩვენს ახალგაზრდებს და განზრახ ასახიჩრებდნენ. ის უტიფრად ზის და რაღაც ზღაპრებს ჰყვება. ამისთვის ის აუცილებლად პასუხს აგებს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი აკაკი მინაშვილი.

გიორგი გახარიას უტიფარს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერიც.

„ჩვენ მოვისმინეთ ტყუილის, ცინიზმის, უტიფრობის უწყვეტი ტალღა ბატონი გახარიას მხრიდან. 20 ივნისს, გიორგი გახარია დამთავრდა როგორც შს მინისტრი, დღეს 12 ივლისს, გიორგი გახარია დამთავრდა როგორც ადამიანი,“-ამბობს დავით ბაქრაძე.

შინაგან საქმეთა მინისტრი გადაცემა „რეაქციის” დასრულების შემდეგ, სტუდიის გარეთ მდგომ აქტივისტებს დაემალა. გახარია უკანა კარიდან სამართალდამცველების მიერ შექმნილი სპეციალური კორდონით გააპარეს.

მინისტრი რომელმაც სისხლიან ღამეს ბრძანება თავად გასცა, აქციის მონაწილეების მწვავე შეკითხვებს გაექცა, თუმცა მათი პროტესტის ხმა მაინც გაიგო. აქციის მონაწილეები შს მინისტრს, სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.

სიახლეები

ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ “ლიბერთის” გაყიდვა უნდა

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის სურვილს ადასტურებს. როგორც ბანკის მეწილემ BM.ge-თან განაცხადა, მოლაპარაკებებს...

“არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას ქართველი ხალხის დევნის აქტს” – არასამთავრობოები “ოცნების” ახალ კანონპროექტზე

"ქართველი ხალხის დევნის აქტი" - ასე აფასებს სამოქალაქო სექტორი "ოცნების" პარლამენტის მიერ შემუშავებულ მორიგ...

საბა სორდია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს – საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება

"ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მის საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს...

პრეზიდენტი ზურაბიშვილი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი...