მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი: რუსეთის სამხედრო ბაზები გავლენ გუდაუთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან. ჩვენ კი...

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის სამხედრო ბაზები გავლენ გუდაუთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან. ჩვენ კი არასოდეს დაგვირღვევია არც ერთი ქვეყნის საზღვარი

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და რუსეთის ოკუპაციაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანამ შეცდომები თავიდან უნდა აიცილოს და სწორედ ამ შემთხვევაში მოხდება რუსეთის სამხედრო ბაზების გასვლა გუდაუთიდან და ცხინვალიდან.

“ჩვენ არასოდეს დაგვირღვევია არც ერთი ქვეყნის საზღვარი, არ დავსხმივართ თავს არც ერთ ერს. 2005 წელს, მოლაპარაკებების შედეგად ვნახეთ, რომ ბათუმიდან გავიდა რუსული გემი, რომელსაც გაჰქონდა რუსული შეიარაღება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველანი მივიღებთ მონაწილეობას, თუ ავირიდებთ თავიდან შეცდომებს, მაშინ აუცილებლად ვნახავთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გავლენ გუდაუთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან. შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა არის ისეთივე ღირებული და მნიშვნელოვანი ევროპისათვის, როგორც საქართველოსათვის და ყველა ჩვენი მეზობლისთვის. ყველანი უნდა ვმუშაობდეთ ამ საკითხებზე, ყველას გვჭირდება ჩვენი სტაბილურობა, მთლიანად რეგიონს და ყველა ქვეყანას სჭირდება ჩვენი სტაბილურობა. ჩვენ გვჭირდება მედიაცია, ევროკავშირის დახმარება, მხარდაჭერა, რაც გინდათ ის დაარქვით, იმაში, რომ ისევ გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა. გვჭირდება ევროენთუზიაზმი, რომ ევროპასაც ახალი სულისკვეთება შევძინოთ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რომ გავიაროთ ეს რთული პოლიტიკური და ეკონომიკირი რეფორმები, რათა მივიდეთ იმ წერტილში, საიდანაც მოვდივართ, რათა თქვენთან ერთად, სრულად ვიყოთ ევროკავშირში ინტეგრირებულები” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...