მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: „გუშინ ჩვენი საზოგადოება, კიდევ ერთხელ გახდა მოწმე ისტორიის დამახინჯების მცდელობისა“

გრიგოლ ვაშაძე: „გუშინ ჩვენი საზოგადოება, კიდევ ერთხელ გახდა მოწმე ისტორიის დამახინჯების მცდელობისა“

Published on

„გუშინ ჩვენი საზოგადოება, კიდევ ერთხელ გახდა მოწმე ისტორიის დამახინჯების მცდელობისა,“ – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძე ვლადიმერ პუტინის მიერ ისტორიული ფაქტების დამახინჯებას და რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს „აფხაზეთის ოკუპაციისა ოსეთის გენოციდში“ დადანაშაულებას გამოეხმაურა.

ვაშაძემ დეტალურად გაიხსენა ისტორიული ფაქტები და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. მან 1920 წელს დადებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა, რომელსაც ხელი მას შემდეგ მოეწერა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლშევიკების აჯანყების და რუსული არმიის შემოჭრის მცდელობა აღკვეთა.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ისტორიის დამახინჯების მცდელობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ატაშესა თუ რუსეთს ფედერაციის პრეზიდენტისგან მოდის. მათი არგუმენტები ყოველთვის ერთი და იგივეა და ერთი და იგივეა მცდელობა, ისტორია მიუსადაგონ საქართველოს ოკუპაციის გამართლებას,“ – განცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, საზოგადოების გახლეჩა და ერთმანეთთან დაპირისპირება რუსული სცენარის ნაწილია.

„ყველაფერი 1921 წლის ოკუპაციით დამთავრდა, რაც იმის შედეგი იყო,  რომ საქართველოს საზოგადოება ზუსტად ისეთივე გახლეჩილი იყო, ერთმანეთთან დაპირისპირებული, როგორც დღეს ვართ… თუ გავაგრძელეთ ის, რომ რუსთაველის პროსპექტი ისევ გადახერგილია ყვითელი ავტობუსებით, ხელისუფლება ისევ თვლის ოპოზიციას თავის მტრად, ქართულ საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ისევ უნდობლობაა, იმის მაგივრად, რომ ევროპის კავშირთან, სადან ყველა ხელმძღვანელი პირი შეიცვალა, საქართველოს ინტერესების წინ წაწევას ვცდეილობდეთ, ამის მაგივრად ისევ ანგარიშსწორებით ვართ დაკავებული. სანამ არ მოვილაპარაკებთ იმ თემებზე, რომელიც გვაერთიანებს და ბიბლიასავით დავიზეპირებთ, იქამდე ვერ გადავწყვეტთ იმ პრობლემებს, რომელიც გვთიშავს,“ – განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...