მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ველოსიპედის ხელახლა გამოგონება არ არის საჭირო'' - მიხეილ სააკაშვილი ლარის კურსის ისტორიულ...

,,ველოსიპედის ხელახლა გამოგონება არ არის საჭირო” – მიხეილ სააკაშვილი ლარის კურსის ისტორიულ გაუფასურებას ეხმაურება

Published on

მიხეილ სააკაშვილი ლარის კურსის ისტორიულ გაუფასურებას ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი „კვირის აქცენტების“ სპეციალურ გამოშვებაში აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მთავრობის არასწორი ეკონომიკური ნაბიჯების შედეგია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მოჭრა ყველა გზა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებდა.

„არაფერი ახალი ველოსიპედის მოგონება არ არის საჭირო. მე თავის დროზე რომ ვიძახოდი სინგაპურიზაციას, სინგაპურიზაცია ჩემი ხუშტური კი არ იყო. ეს არის თემა, რომ შენ ხარ ცენტრი რეგიონის, ყველა გზა შენზე გადის, ყველას უხარია შენთან ვაჭრობა, ყველას უხარია შენი გავლით ოპერაციების წარმოება. ყველას უხარია შენთან ჩამოსვლა, ყველას უხარია შენში ფულის ჩადება. ყველას უხარია შენი სპეციალისტების დასაქმება. დუბაი ამ კონცეფციაზეა აგებული, თავის დროზე ლიბანი ამ კონცეფციაზე იყო აგებული. საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც ჩვენ გვქონდა შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე ობამასთან. ამის გაფუჭება შეიძლებოდა?,” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისივე თქმით, ქვეყანას ჰქონდა საშუალება ამერიკის ბაზარზე შესულიყო, თუმცა მოქმედმა მთავრობამ არჩია, რომ დამოკიდებული ყოფილიყო რუსეთზე. 

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...