მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ახლა არ არის ძველი წყენების გახსენების დრო, რადგან ქვეყანა არის...

მიხეილ სააკაშვილი: ახლა არ არის ძველი წყენების გახსენების დრო, რადგან ქვეყანა არის გადასარჩენი – მოქმედი მთავრობა საქართველოს დაღუპავს

Published on

ახლა არ არის ძველი წყენების გახსენების დრო, რადგან ქვეყანა არის გადასარჩენი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზოგადოების კონსოლიდაციაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

„საქართველოს დღეს ჰყავს ბოლომდე კორუმპირებული, საკუთარ ხალხზე გაბოროტებული და გამხეცებული, სასტიკი ხელისუფლება, რომელსაც არანაირი უნარი არ აქვს ქვეყნის განვითარების და ქვეყნის წინ წაყვანის. ჩვენი შექმნილი ინსტიტუტები ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, მაგრამ ისინიც ასევე განადგურების პირზეა. ამიტომ ახლა საჭიროა, საზოგადოების კონსოლიდაცია, ყველა ჯანსაღი ძალის აბსოლუტურად ერთად დგომა მიუხედავად წარსული წყენებისა, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას. ამ დღეებში რაც მოხდა, ამ დღეებში როგორც გვაპამპულავეს, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ორგანიზმი იმდენად დასუსტებული, იმდენად დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი, რომ ყველა პატარა რაღაცამ შეიძლება ის მოკლას. ღმერთმა არ ქნას. ჩვენ ახლა გვჭირდება დროზე ამათი შეცვლა, მშიდობიანად გაწევა გვერდით. ჩვენ გვჭირდება დროზე არჩევნების ჩატარება. ფართო კონსესუსის მოძებნა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2 – ის ეთერში

მიხეილ სააკაშვილის თქმით ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. ამიტომ უნდა ჩატარდეს არჩევნები რაც შეიძლება ჩქარა, თუნდაც პროპორციული სისტემის იმ მოდელით, რომელიც ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა.

„ივანიშვილი ყველანაირი ფორმით წაასხამს არჩევნებს, მთავარი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს არა ამ კომისიის მიერ, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ. მთავარი არის ის , რომ არჩევნები ჩატარდეს დროზე. ყველანაირი ფორმის არჩევნები, მათ შორის პროპორციული არჩევნებით. ის რომ პრინციპი მიღებული იქნა ეს არის ნაღდად მიღწევა. ასეთი ფორმით არის ხაფანგი. მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა არჩევნები ჩატარდეს, თუნდაც ამ ხაფანგის პირობებში. ხალხი დაიბრუნებს ამ ქვეყანას. მაგარი თაობა მოვიდა, ამ თაობას უნდა გავეგოთ ფეხქვეშ. ეს თაობა შეძლებს სასწაულს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...