მთავარისიახლეებიპოლიტიკა8 ოქტომბრის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონების პოლიციის ხელმძღვანელებმა შინაგან საქმეთა მინისტრისაგან...

8 ოქტომბრის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონების პოლიციის ხელმძღვანელებმა შინაგან საქმეთა მინისტრისაგან მითითებები მიიღეს

Published on

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონების პოლიციის ხელმძღვანელებმა შინაგან საქმეთა მინისტრისაგან მითითებები მიიღეს.გიორგი მღებრიშვილმა ვიდეო – ხიდის მეშვეობით რეგიონების პოლიციის ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი გამართა.შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების თანამშრომლებს მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომლის შესაბამისად საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირების ორგანიზებას მოახდენენ.„მთავარი ამოცანაა არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს. მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომელიც მოიცავს ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა მოქმედებდნენ პოლიციელები არჩევნების დღეს. ამ ინსტრუქციების თანახმად ასევე ვაპირებთ პოლიცილების გადამზადებას, რათა კარგად გაიაზრონ არჩევნების დღეს მათი უფლება-მოვალეობები,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
 
 
 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...