მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებზე დღეს იმსჯელებს

რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებზე დღეს იმსჯელებს

Published on

რუსეთის სახელმწიფო დუმა „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების“ შესახებ დადგენილებაზე დღეს იმსჯელებს, რომლის პროექტი დუმის ვებგვერდზე უკვე განთავსდა.

დუმა რეკომენდაციით მიმართავს რუსეთის მთავრობას, განიხილოს და წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს წინადადებები საქართველოსთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ.

„არამეგობრული ქმედებების გაგრძელებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, განიხილოს საქართველოსთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების მიზანშეწონილობა, რომელიც ფედერალური კანონით არის გათვალისწინებული და წარუდგინოს პრეზიდენტს შესაბამისი წინადადება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე პროექტით, დეპუტატები კატეგორიულად გმობენ საქართველოში უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს და აღნიშნავენ, რომ „ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია გამოხდომები მიდის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი დეგრადაციისკენ“ .

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

სიახლეები

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...