მთავარისიახლეებიპოლიტიკასაგანგებო თათბირი შუშის სასახლეში - ივანიშვილმა ვითარების უახლოეს პერიოდში მოგვარება...

საგანგებო თათბირი შუშის სასახლეში – ივანიშვილმა ვითარების უახლოეს პერიოდში მოგვარება და გახარიასთვის პოსტის შენარჩუნების გარანტიები მოითხოვა

Published on

საგანგებო თათბირი შუშის სასახლეში – კრიზისში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ყველა ხერხით ცდილობს. “ნიუპოსტისთვის” მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, დღეს ივანიშვილმა შუშის სასახლეში ივანიშვილმა გიორგი გახარია, “ოცნების” იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი და შავი პიარის უცხოელი ექსპერტი მოშე გლუქჰარტი დაიბარა.


ივანიშვილის გარემოცვიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ებრაელ პიარ-ტექნოლოგს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების უახლოეს პერიოდში მოგვარება და გახარიასთვის პოსტის შენარჩუნების გარანტიები მოთხოვა.

სისხლიანი ღამის შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან თავის დასაღწევად ბიძინა ივანიშვილმა მასობრივი პროტესტის და ასობით დაზარალებული მომიტინგის მოთხოვნებზე პასუხის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დასახმარებლად კვლავ შავი პიარის გამოცდილი ტექნოლოგი გამოიძახა.

მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში ოცნებამ ოპოზიციისა და რუსთაველზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დემორალიზების აქტიური კამპანია დაიწყოს.

სავარაუდოდ, სწორედ მისი ჩამოსვლის შემდეგ გადავიდა მმართველი გუნდი აგრესიულ პიარზე და საკუთარი დანაშაულის სხვებზე გადაბრალება დაიწყო. ეს სწორედ კლუგჰაფტის ხელწერაა, სწორედ მან დაგეგმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ე.წ. ზიზღის კამპანია, რომლითაც „ქართული ოცნება“ ოპონენტების დისკრედიტაციას ახდენდა.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...