მთავარისიახლეებიპოლიტიკაშიმშილობის მეთორმეტე დღე - ,,გახარია რუსეთის პირსისხლიანი აგენტია და ეს უნდა...

შიმშილობის მეთორმეტე დღე – ,,გახარია რუსეთის პირსისხლიანი აგენტია და ეს უნდა დავასრულოთ”

Published on

შიმშილობის მეთორმეტე დღე – გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მომიტინგეები შიმშილობენ როგორც პარლამენტის წინ, ასევე შეკვეთილში. ისინი მოითხოვენ, რომ გახარიამ თანამდებობა დატოვოს. 

მოშიმშილე, ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ შიმშილს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ შს მინისტრი არ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე.

„ამ ეტაპზე შიმშილობა მიმდინარეობს, როგორც პარლამენტის წინ, ასევე, შეკვეთილში. აქ დავრჩით ახლა ორნი იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გართულდა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რომ სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა, საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი. შიმშილობის მეთორმეტე დღეა, მხნედ ვართ, ორგანიზმი მოგვყვება იმ გადაწყვეტილებაში, რასაც ჰქვია მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ფორმით, მოვითხოვოთ გახარიას გადადგომას. გახარიასი, რომელიც არის ჯალათი, რომელიც არის რუსეთის პირსისხლიანი აგენტი და ეს უნდა დავასრულოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი ერთში, კრემლის დღის წესრიგით მოქმედებს დღევანდელი პროკურატურა, დღევანდელი შსს, დღევანდელი მთავრობა,“ – განაცხადა ბასილაიამ.

უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან მე-17 დღეს სისხლიანი 20 ივნისის მთავარი შემოქმედის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით კიდევ ერთი მსვლელობა გაიმართება.

სიახლეები

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის...

14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,...

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...