მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია - ხელისუფლება ცდილობს გიორგი გახარიას გამოძვრენას სიტუაციიდან

ელენე ხოშტარია – ხელისუფლება ცდილობს გიორგი გახარიას გამოძვრენას სიტუაციიდან

Published on

ხელისუფლება ცდილობს არა მხოლოდ გიორგი გახარიას გამოძვრენას ამ სიტუაციიდან, არამედ სამწუხაროდ კიდე უფრო მძიმე დანაშაულს სჩადის, როდესაც გავრილოვთან და რუსეთთან სინქრონშისაუბრობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შს მინისტრ გიორგი გახარიას დასჯა გარდაუვალია.

„ჯერ კიდევ 21 რიცხვში გავრილოვმა თქვა, რომ ეს პროტესტი იყო სახელმწიფო გადატრიალება და უბრალოდ სამარცხვინოა. საუბრობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე და გარდა ამისა, ცდილობენ, სრულიად გაექცნენ პასუხისმგებლობას იმ დათხრილ თვალებსა და დასახიჩრებულ ადამიანებზე. ოღონდ, კარგად უნდა ესმოდეს ყველას, რომ დღეს საქართველოს განვითარების ვექტორს განსაზღვრავენ ის ადამიანები, რომლებიც დგანან აქ და არა ბიძინა ივანიშვილი, რაც არ უნდა ეგონოს, რომ ბევრი ფული და ძალაუფლება აქვს ხელში. ეს ძალიან კარგად ანახა ამ პროტესტმა, პროპორციულის გამოგლეჯვამ მათი ხელიდან, კობახიძის დასჯამ და გახარიას დასჯაც აბსოლუტურად გარდაუვალია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...