მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე - ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება

გიორგი ვაშაძე – ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი  გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს შეასრულოს აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.მისი თქმით, ხელისუფლება ეთამაშება ცეცხლს, რადგან საზოგადოებაში ძალიან დიდი პროტესტია.

„მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში. ხელისუფლება ეთამაშება ცეცხლს, რადგან ძალიან დიდი პროტესტია საზოგადოებაში, არა მარტო იმ ხალხში ვინც აქციაზე დადის, არამედ მათში, ვინც ტელევიზიით უყურებს და გულშემატკივრობს ამ პროცესს, ასევე ადამიანებში, რომლებსაც ტელევიზორის ყურების საშუალებაც არ აქვთ, ისეთ გაჭირვებასა და უბედურებაში არიან. ყველა ამბობს ერთ რამეს – ასე ცხოვრება აღარ გვინდა, გვინდა, უბრალოდ, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, გვინდა, ვიყოთ ქვეყანაში, სადაც ხვალინდელი დღის იმედი იქნება და სადაც ერთმანეთს ქუჩაში არ ვესვრით, თვალებს არ დავთხრით და ნორმალურად ავაშენებთ სახელმწიფოს, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა.

ამ რეალობას თუ თვალს არ გაუსწორებს ხელისუფლება, აგრესიის დიდი ტალღა წალეკავს. ჩემი რჩევაა, რომ გადატრიალებაზე შეთითხნილი რაღაცა ბინძური საქმეების ნაცვლად, შეასრულეთ მოთხოვნები და დავიწყოთ ყველამ ერთად ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი. დადგა დრო, დავაყენოთ ეს ქვეყანა ფეხზე. ბურთი მათ მხარეს არის, მოედანიც მათ ხელშია, გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა მოედანი გამოჩნდება, სხვა მოთამაშეები, სხვა მაყურებლები და აღარავინ შეხედავს არც ივანიშვილს, არც გახარიას და არც მათ გარემოცვას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...