მთავარისიახლეებიპოლიტიკაშავს თმობენ, ჯიპს - არა: მთავრობა ყიდულობს 135 მაღალი გამავლობის ჯიპს, რომელიც...

შავს თმობენ, ჯიპს – არა: მთავრობა ყიდულობს 135 მაღალი გამავლობის ჯიპს, რომელიც შავი არ უნდა იყოს

Published on

მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს, რომელიც შავი არ უნდა იყოს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ინფორმაციას ამის შესახებ https://www.bpn.ge/ აქვეყნებს.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 045 000 ლარია.

კერძოდ, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული მე-3 კლასის (მაღალი გამავლობა – ჯიპი) 135 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რაოდენობაც საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს 20%-ის ოდენობით.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. ასევე შემსყიდველის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

მთავრობის დადგენილების თანახმად, მე-3 კლასის ავტომობილები განპიროვნებულია:

  • რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;
  • სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვა­ნელი და ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამ­დე­ბობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;
  • სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძ­ღვა­ნელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს;
  • სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დე­პარ­ტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500 საშტატო ერთე­ულს.

სიახლეები

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების...

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად,...

ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია...

დავით ჯინჭრაძის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე...