მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი კარიკატურული გახდა'' - დავით ბერძენიშვილი

,,ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი კარიკატურული გახდა” – დავით ბერძენიშვილი

Published on

,,ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი კარიკატურული გახდა . ეს მე არ მიხარია, არც ერთი ხელისუფლება საქართველოში, რომელიც არ აღმოჩნდება იმ პასუხისმგებლობის ღირსი , რომელიც მას საზოგადოებამ დააკისრა, არაა კარგი ქვეყნისთვის, ეს ქვეყნის მუხრუჭია“ – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ში.

მისივე თქმით, შემთხვევიდან 2 კვირის შემდეგ, სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება დაბნეულია. „ამ ვითარებაში ეს ადასტურებს ხელისუფლების უპრინციპობას, უცოდინრობასთან ერთად. ”

დავით ბერძენიშვილის შეფასებით, როდესაც პოლიტიკოსებს პოლიტიკურად ერჩი და სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებ, ეს იმ პოლიტიკოსებს აძლიერებს, ვისაც ერჩიან. რომც დააკავონ მელია ან სხვა პოლიტიკოსები, არავის ეშინია ამათი დაკავების, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამათი დაკავება ძალიან ხანგრძლივი ვერ იქნება. წინ არჩევნებია, წინ პროპორციული საარჩევნო სისტემაა მოსაპოვებელი

„დაცვა, როცა არ იცი, არც თავდასხმა იცი, მითუმეტეს არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ხელისუფლება შეძლებს თავდამსხმელის როლში გამოჩნდეს უკეთ. არაფერს ვამბობ სამართლიანობაზე, იმიტომ რომ ტყუილია, რასაც აკეთებენ. ეს იმას გავს – 5 გოლს რომ გაუშვებს გუნდი და მერე გადაწყვეტს, რომ ახლა უნდა შეუტიოს და ისევ გაუშვებს გოლს. ესე იგი, გავრილოვის ჩამოყვანაც ჩავაწყვეთ ჩვენ და ასეთი ფართომასშტაბიანი შეთქმულებაც, თუ ასე სპონტანურად გავრილოვი მათ ჩამოიყვანეს, მერე სასწრაფოდ მოხერხდა ამდენი ადამიანის მობილიზება, ახალგაზრდების ჩართვა პოლიტიკურ შეკვეთებში? – ეს ხომ არასერიოზულია,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...