მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ბატონი ივანიშვილი, რომელმაც გააძევა მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის პროდასავლური მოდერნიზატორი, ახლა...

“ბატონი ივანიშვილი, რომელმაც გააძევა მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის პროდასავლური მოდერნიზატორი, ახლა საყოველთაო ზიზღით სარგებლობს”- ბრიტანული მედია

Published on

რუსეთი საქართველოს ეთამაშება – სტატიას ამ სათაურით ჟურნალი “ეკონომისტი” აქვეყნებს. გავლენიანი ბრიტანული გამოცემის გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში შეფასებულია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ყურადღება გამახვილებულია 20 ივნისის სისხლიან ღამეზეც.

“გასული ორი კვირის განმავლობაში “ქართული ოცნება” კოშმარად იქცა. ბატონი გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სკამზე ნახვამ ქართველების პროტესტი გამოიწვია,” – წერს ავტორი.

სტატიაში აღწერილია, თუ როგორ გამოვიდა ათასობით ახალგაზრდა საპროტესტო აქციებზე ივანიშვილის მიერ მართული ხელისუფების წინააღმდეგ. ავტორი მიიჩნევს, რომ აქციაზე მომხდარი ძალადობის გამო ხელისუფლებამ ლეგიტიმურობა დაკარგა.

“ბატონი ივანიშვილი, რომელიც საკუთარ თავს სააკაშვილის ტირანიისგან გადამრჩენლად წარმოაჩენს, ახლა საყოველთაო ზიზღით სარგებლობს,”- წერია სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე წერია, რომ შვიდი წლის წინ ოლიგარქის ოცნება ახდა. ბიძინა ივანიშვილმა, ჩრდილოვანმა ქართველმა მაგნატმა, რომელმაც ფული რუსეთში იშოვა, მშობლიურ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარა.

მიხეილ სააკაშვილი, პროდასავლური მოდერნიზატორი, რომელსაც ოდესღაც ივანიშვილის მხარდაჭერა ჰქონდა, გაძევებული იყო ხელისუფლებიდან და ქვეყნიდან.

სტატიის ავტორი ანაკლიის პორტზეც ამახვილებს ყურადღებას. “ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ სცადა ძირი გამოეთხარა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გეგმისთვის, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს და რომელსაც მხარს უჭერდა ამერიკა და ევროპა. კრემლმა ის დააჯილდოვა პროპაგანდის შემცირებითა და ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნით.

ბატონი ივანიშვილი ცდილობდა დაემშვიდებინა რუსეთი ანაკლიის გეგმის პროექტში ჩინეთის ჩართულობის მხარდაჭერით და ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ქართველ ფინანსისტებზე თავდასხმით, მაგრამ ამან თავის მხრივ, შეაშფოთა ამერიკელები,”- წერს სტატიის ავტორი.

ავტორს მაიკ პომპეოს განცხადება მოჰყავს, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი და ჩინეთი საქართველოს მეგობრები არ არიან და მის ინტერესებს არ ემსახურებიან.

„პუტინმა შეიძლება დაამტკიცოს, რომ პომპეო მართალი იყო,”-წერს სტატიის ავტორი.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...