მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება და მხოლოდ კონცერტი გაიმართება

დღეს აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება და მხოლოდ კონცერტი გაიმართება

Published on

აქციის მე-15 დღეს პარლამენტთან ცნობილი მომღერლები და ჯგუფები ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია-კონცერტს გამართავენ. ორგანიზატორების განცხადებით, დღეს აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება და სცენა მხოლოდ სოლო შემსრულებელსა და ბენდებს დაეთმობათ.

„პროტესტის მეთხუთმეტე დღეს გადავწყვიტეთ, რომ გრანდიოზული კონცერტი გაგვეკეთებინა და ყველა ის არტისტი დაგვეპატიჟებინა, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს იზიარებს. კონცერტს ექნება სიმბოლური სახელი „მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ“ და აქ ვიხილავთ ძალიან ბევრ სოლო შემსრულებელსა თუ ქართულ ბენდს, რომლებიც ცნობილი არიან და დიდი სიყვარულით სარგებლობენ. ბუნებრივია, როდესაც არტისტები ერთვებიან პროტესტში , ის უფრო ძლიერი ხდება იმიტომ, რომ ხელოვანების წვლილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ძალიან მაღალია. მითუმეტეს, მათი ხედვებიც, მათი იდეებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გრძელვადიანი პროტესტი უფრო მრავალფეროვანი გახდეს და უფრო ძლიერი. ამიტომაც, ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის მიგვეცა დღეს სცენაზე გამოსვლის საშუალება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

სიახლეები

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის...

14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,...

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...