მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა საავტორო წიგნის გამოცემა დააანონსა

მიხეილ სააკაშვილმა საავტორო წიგნის გამოცემა დააანონსა

Published on

უკრაინულ მედიაში აჟიოტაჟია ატეხილი:
,,მიხელ სააკაშვილმა გამდიდრება გადაწყვიტა!''
,,რატომაც არა, წიგნი ჯერ არ გამოსულა და უკვე დაეძებენ ბიბლიოთეკებში და დახლებზე. იგი მალე ბესტსელერად იქცევა'' 
 
უკრაინული მედიის ცნობით, სავარაუდოდ 18 სექტემბერს ლვოვის საგამომცემლო ფორუმზე (წიგნის ბაზრობაზე) გაიმართება პრეზენტაცია მიხეილ სააკაშვილის ახალი ავტობიოგრაფიული წიგნისა ,,ასე გავიმარჯვებთ’’. 
 ,,მომბეზრდა, რომ ჩემს შესახებ სულ  სხვები ყვებიან  და გადავწყვიტე თავად გავაკეთო ეს. ალექსანდრე კრასოვცკისთან ერთად გამალებით ვმუშაობთ,  რომ წიგნის გამოცემა  18 სექტემბრისთვის – ლვოვის წიგნის ბაზრობის გახსნისთვის მოვასწროთ. ახლა წიგნის ბოლო თავებს ვუზივარ’’ – ასეთ კომენტარს ურთავს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზედაც იგი წიგნზე მუშაობისს არის აღბეჭდილი. 
 მისი თქმით, წიგნი რუსულ, უკრაინულ და ქართულ ენებზე გამოვა,  სამივე ვარიანტი ერთმანეთის მიყოლებით გამოიცემა  ერთი თვის ვადაში. 
წიგნის თანაავტორი ალექსანდრე კრასოვიცკი ხარკოვის გამომცემლობა ,,ფოლიოს’’ დამფუძნებელია, ხოლო რედაქტორი ვალდიმერ ფედორინი,უკრაინული Forbes – ის ყოფილი მთავარი რედაქტორი. 
მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულმა წიგნმა მყისვე მიიპყრო უკრაინული მედიის ყურადღება. პრორუსული და  გუბერნატორის მიმართ კრიტიკულად განწყობილი კორუმპირებული და პოლიტიკური ოპონენტების ჯიბის მედია ირონიულად წერს, რომ სააკაშვილმა ლვოვის ბაზრობაზე წიგნის გაყიდვით გამდიდრება გადაწყვიტა. 
,,რატომაც არა,  წიგნი ჯერ არ გამოსულა და მას უკვე ეძებენ მაღაზიებში და დახლებზე, როგორც ჩანს, იგი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცევა’’ –  ასე ეხმაურება მათ აჟიოტაჟს  კეთილგანწყობილი მედია.
წიგნს ინტერესით ელიან საქართველოშიც. მომხრეებიც და მოწინაარმდეგეებიც. ამ უკანასკნელთა განცდები ნებსით თუ უნებლიედ გაახმოვანა  კოკა ყანდიაშვილმა, რომელსაც გაუჭირდა ინფორმაციის ბოლომდე წაკითხვა და  უკვე ატეხა ისტერიული ყიჟინა, რომ ,,სააკაშვილმა წიგნი რუსულ ენაზე დაწერა!''  ანუ…
ეს უკვე ყანდიაშვილების  პრობლემაა. მიხეილ სააკაშვილი კი იბრძვის, მუშაობს და ყველას მისთვის გასაგებ ენაზე ელაპარაკება. 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...