მთავარიUncategorizedგლდანის აუზის თანამშრომელი აქციებზე სიარულის გამო გაათავისუფლეს

გლდანის აუზის თანამშრომელი აქციებზე სიარულის გამო გაათავისუფლეს

Published on

ანგარიშსწორება საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერებმა იმ ადამიანების დევნა დაიწყეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. გია წოწორია, გლდანის აუზის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც სამსახურიდან ორი დღის წინ, სწორედ ამ მიზეზით გაათავსუფლეს. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს “გლდანის საცურაო აუზის” ხელმძღვანელი. მისი მტკიცებით, გია წოწორია, სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა – წოწორია კი აცხადებს, რომ აუზის ახალმა ხელმძღვანელობამ დოკუმენტზე ხელი მოტყუებით მოაწერინა.

“მოვიდა ახალი დირექტორი და განგვიცხადა ყველას, რომ დაგვეწერა განცხადება განთავისუფლებაზე. დავწერეთ 9-ში და გვითხრა პირველ ივლისს დაგაწერინებთთავიდან განცხადებას რომ აღდგეთ ყველანიო. მოვიდა პირველი ივლისი რომ მე თავისუფალი ვიყავი სამსახურიდან. გივი ჩხარტიშვილს არ ვატყობდი იმიტომ რომ არის ქართული ოცნების წევრი ჩვენის აზრით და როგორც მე ვესწრებოდი აქციებს 20 ივნისიდან დღემდე, არ უნდოდა არ ვატყობდი ვყოფილიყავი მოწინააღმდეგე მხარე. პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი ვარ,”-აცხადებს გია წოწორია.

გლდანი–ნაძალადევის “სპორტული კომპლექსური ცენტრის” დირექტორი გივი ჩხარტიშვილი კი მის მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებს აბსურდს უწოდებს და ამბობს, რომ მან უბრალოდ დააკმაყოფილა წოწორიას მიერ დაწერილი განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...