მთავარისიახლეებისაზოგადოებაუზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი- 2 ის საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი- 2 ის საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება

Published on

უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ გაავრცელა განცხადება, რომ  რუსთავი2-ის საქმეს განიხილავს, თუმცა ზეპირი მოსმენის გარეშე..
სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან  რუსთავი2-ის იურისტები და მენეჯმენტი .
ნიკა გვარამია ამბობს, რომ დაყენდება შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენის ფორმატში განხილვასთან დაკავშირებით.
სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები თვლიან, რომ თავად ის არგუმენტები, რომელთა მიხედვითაც საქმე წარმოებაში იქნა მიღებული, უკვე იძლევა ურთმელიძისა და სააპელაციოს გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველს.
თუმცა, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ, რათა საქმე რუსთავი2-ის სასარგებლოდ არ დამთავრდეს. 
რუსთავი2-ის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისკენ უზენაეს სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და იურისტებმაც მოუწოდეს. მათი განცხადებით, სასამართლომ პრაქტიკით არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან საქმე რეზონანსულია და საზოგადოებას აინტერესებს ის არგუმენტები, რაც მხარეებს გააჩნიათ. მეტიც, მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ, თუ საქმე ზეპირი მოსმენით არ განიხილება, შესაძლოა, აღნიშნულმა ფაქტმა დამატებითი კითხვები გააჩინოს.
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...