მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს

ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს

Published on

სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ჩაინიშნა. გადაწყვეტილება ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. ნიკა მელიას საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 10:30-ზე გაიმართება.

მოსამართლემ პირველი ინსტანციის განჩინებაზე უნდა იმსჯელოს. სააპელაციოს საჩივრით მიმართა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ. სააპელაციო სასამართლომ კი დასაშვებად ცნო, როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის, ასევე ნიკა მელიას ინტერესების დამცველის საჩივარი.

ბრალდების მხარე ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას აპროტესტებს და პატიმრობას ითხოვს.

ადვოკატის თქმით კი, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მისი განჩინებით ნიკა მელიას შეუზღუდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

მოსამართლის განჩინებით ნიკა მელიას პროკურორთან შეუთანხმებლად ეკრძალება, როგორც სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია.

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

სიახლეები

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის...

14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,...

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...