მთავარისიახლეებისაზოგადოებააბიტურიენტების ნაწილმა ე.წ. საზღვარი გადმოკვეთა

აბიტურიენტების ნაწილმა ე.წ. საზღვარი გადმოკვეთა [Video]

Published on

აბიტურიენტების ნაწილმა ე. წ. საზღვარი უკვე გადმოკვეთა. „აბიტურიენტების ნაწილი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ამ ეტაპზე მაინც მოხერხდა მათი ნაწილის გადმოყვანა. პროცესი გრძელდება. ეს ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ჩვენ ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართულნი სხვადასხვა არხის გამოყენებით, რათა შეზღუდვა საბოლოოდ მოიხსნას. დღემდე მიღწეულია ის, რომ აბიტურიენტებთან ერთად პენსიონრებსა და ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროებების მქონე პირებისათვის გადაადგილება შესაძლებელია. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ, რათა მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს, რამდენადაც თითოეული მათგანისათვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროებას უკავშირდება. „აბიტურიენტებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს, მინდა ვუთხრა, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათ უმაღლესი განათლების შესაძლებლობაზე წვდომის პრობლემა არ შეექმნათ. ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ინდივიდუალურად, თითოეულისათვის, მათი საგამოცდო გრაფიკიდან გამომდინარე იქნას შერჩეული შესაბამისი ფორმა, რათა მათ ეროვნულ გამოცდებში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ და უმაღლესი განათლების შესაძლებლობის მიღმ აარ დარჩნენ. თითოეული მათგანის ეს ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა

სიახლეები

პოლიციამ ნინო ბერუაშვილი დააკავა

აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია ნინო ბერუაშვილი. სავარაუდოდ, მასაც გზის გადაკეტვას ედავებიან. ირკვევა, რომ აქტივისტი 18...

ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება

ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება - ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც...

ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს

ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს. ის “ფეისბუქზე” წერს, რომ “მილიციელებმა” მიაკითხეს. სავარაუდოდ, საუბარია რუსთაველის გამზირზე...

გახარიას პარტია პარლამენტში შედის

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შედის - ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი შარაშიძემ დაადასტურა. პარტიაში მიიჩნევენ,...