მთავარისიახლეებიპოლიტიკარამდენიმე წუთში მთავრობის სხდომა იწყება - გადადგება თუ არა პრემიერი?

რამდენიმე წუთში მთავრობის სხდომა იწყება – გადადგება თუ არა პრემიერი?

Published on

პრემიერ-მინისტრი ჭორს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს და მას მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.

„ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი ძალიან გამიჭირდება. მე მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი ჩემ სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. ასე რომ, მე მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი”- ასე გამოეხმაურა მამუკა ბახტაძე მედიში გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერი პოტიდან მისი შესაძლო გადგომის შესახებ განაცხადა პრემიერმა.

დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, გამოითქმის ვარაუდი, რომ დღეს, შუადღისას პრემიერი მამუკა ბახტაძე გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას. ცნობილია, რომ დილიდანვე მთავრობაში აქტიურად განიხილებოდა საკითხი რა ფორმატში უდა მოხდეს ბახტაძის გადაგომის სესახებ ფანცხადების გაკეთება – პრემიერის ბრიფინგზე თუ მთავრობის სხდომაზე, საბოლოო ჯამში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩატარდება მთავრობის სხდომა, რომელიც 14 სათზე დაიწყება, თუნცა არ არის ცნობილი შეეხებიან თუ არა ამ სხდომაზე ბახტაძის გადაგომის საკითხს.


ამის პარალელურად სოციალურ ქსელში ვცრელდება ინფორმაციაც, რომ პრემიერთან ერთად, მთელი მთავრობა გადადგება, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. ასევე, გავრცელებული ინფრომაციით, იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი და მთავრობა გადადგება, შესაძლოა, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

იმის შესახებ, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს, პირად საუბრებში სხვადასხვა ანალიტიკოსიც აკეთებს მინიშნებას. სხვათა შორის, მამუკა ბახტაძის გადადგომის შესახებ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთვარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემაც დაწერა. „ხვალ ბახტაძე გადადგება?!“ – დაწერა სოცქსელში ელისო კილაძემ წუხელ, გვიან ღამით.

აღსანიშნავია, რომ პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ „გავრილოვის ღმემდე“ გავრცელდა და მაშინ ბახტაძის შემცვლელად მაია ცქიტიშილი დასახელდა, თუმცა დღეს სხვა მოცემულობაა და უცნობია, მთავრობის გადადგომის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში თუ როგორ დაკომპლექტდება ე.წ. დროებით მთავრობა.

სიახლეები

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს...

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...