მთავარისიახლეებიპოლიტიკაფეისბუკზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გახარიას მხარდასაჭერ აქციას აანონსებენ

ფეისბუკზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გახარიას მხარდასაჭერ აქციას აანონსებენ

Published on

სოციალურ ქსელში გაჩნდა მოწოდებები, შსს მინისტრის გიორგი გახარიას მხარდასაჭერად აქციის ჩატარების თაობაზე. ზუგდიდის კულტურისა და ხელოვნების ააიპ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიკა ქვარცხავა მოუწოდებს თანამოაზრეებს, რუსთაველზე მიმდინარე აქციის პარალელურად ჩაატარონ კონტრაქცია გიორგი გახარიას მხარდასაჭერად.

” როგორც ვხედავ, ვერ ხვდებიან, რომ ასობით ათასი ადამიანი გულშემატკივრობს გიორგი გახარიას. ვიცი, რომ რისკები გასაანალიზებელია, მაგრამ გთავაზობთ მშვიდობიან (ამ სიტყვის ჭეშმარიტი დატვირთვით) კონტრაქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც როგორც ჩვენ თანამოქალაქეებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა დავანახოთ, რომ მიმდინარე აქციები არის ქვეყნის მოსახლეობის მცირე ნაწილის მოთხოვნა, რომელთა უმრავლესობა პოლიტიკურად მართულია.
მოქმედების დროა!!! “- წერს ლიკა ქვარცხავა

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...