მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთადერთი, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას ეწინააღმდეგება, მიხეილ სააკაშვილია - პრემიერი

ერთადერთი, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას ეწინააღმდეგება, მიხეილ სააკაშვილია – პრემიერი

Published on

მამუკა ბახტაძე 2020 წლიდან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ნულოვანი ბარიერის შემოღებასთან დაკავშირებითაც საუბრობს და გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის „მეორე პრინციპულ ნაბიჯს“ უწოდებს.

პრემიერის თქმით, ერთადერთი, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას ეწინააღმდეგება, მიხეილ სააკაშვილია. 

„არჩევნების ხარისხის ამაზე უფრო მაღლა თამასა არ არსებობს, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივა. მე ვერ მოვისმინე ვერანაირი არგუმენტი ვერც ერთი პოლიტიკური ძალისგან, რატომ არ უნდა წავიდეთ ამაზე. ერთადერთი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, არის მსჯავრდებული სააკაშვილი. იმიტომ რომ ამ ძალისთვის, არანაირი დემოკრატიული პროცესი ფასეულს არ წარმოადგენს, არანაირი არჩევნები, მატ აქვს მხოლოდ რევანშისტული და დესტრუქციული გეგმები. და ეს იყო ამავე დროს, კიდევ ერთხელ ტესტი იმისა, თუ ვის რა დამოკიდებულება აქვს საკუთარი სამშობლოს მიმართ. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესზე, სამართლიან არჩევნებზე, ფორმულა არის მკაფიო, ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი“ -განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...