მთავარისიახლეებიპოლიტიკამელია ისევ სარგებლობს იმუნიტეტით - საია

მელია ისევ სარგებლობს იმუნიტეტით – საია

Published on

ნიკა მელია ისევ სარგებლობს იმუნიტეტით – ეს განცხადება, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ენმ-ის დეპუტატის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

სულხან სალაძის თქმით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერება ერთჯერადი აქტი იყო.

„იმუნიტეტის შეჩერება, ეს იყო ერთჯერადი აქტი. სასამართლომ იმსჯელა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რა თქვა პარლამენტმა და რა გადაწყვეტილება მიიღო, ის ვერ ხედავს დღეს, დაკავების წინაპირობას. ეს შეჩერება იყო დაკავებასთან დაკავშირებული, რადგან აღარ არის დაკავება სახეზე, თუკი ხვალ ბატონი მელია დაარღვევს რომელიმე იმ მოთხოვნას, რომელიც გირაოს შეფარდების სახით არის მასთან გამოყენებული, პარლამენტმა თავიდან უნდა იმსჯელოს ამ საკითხებზე,“ – განაცხადა სალაძემ.

სულხან სალაძე შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება „პოლიტიკური თამაშის ნაწილია”, რადგან თუნდაც წინა დღეებში პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებულების პროცესი კონვეირული წესით ჩატარდა.

„თავისთავად სასამართლო გადაწყვეტილება საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ შეუძლებელია მუდმივად, ერთხელ იმუნიტეტის შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილება შეჩერდეს ყველა შემთხვევაზე. ყოველი მომდევნო შემთხვევის შემთხვევაში აუცილებელი იქნება ამ პროცედურის თავიდან გავლა. დეპუტატს ვერავინ ვერ შეზღუდავს სამსახურებრივად მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილებები რაც არის, ამ უფლებამოსილების შეზღუდვაში,“ – განაცხადა სალაძემ.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...