მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არასოდეს ქონია ამხელა მნიშვნელობა მოსამართლის გადაწყვეტილებას როგორც დღეს. ჩვენ დღეს აქ...

,,არასოდეს ქონია ამხელა მნიშვნელობა მოსამართლის გადაწყვეტილებას როგორც დღეს. ჩვენ დღეს აქ ქვეყნის ახალ ისტორიას დავწერთ” – ნიკა მელიას ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესი სასამართლოს პატარა დარბაზში იმართება, რის გამოც ჟურნალისტების და მელიას მხარდამჭერების დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პროცესზე დასწრებას.

მცირე დარბაზი , სადაც სასამართლო პროცესი იმართება, 50-მდე ადამიანს იტევს, იქვეა დიდი დარბაზიც, რომელშიც 150 მდე ადამიანი ეტევა და სადაც ახლა სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს.

ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა მოსამართლეს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სასამართლოს ასევე ქვეყნის ისტორიისთვის

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, მოსამართლეს, რომელმაც დღეს მელიას პატიმრობის საქმე უნდა განიხილოს, ისტორიის დაწერის შანსი აქვს. ადვოკატი ამბობს, რომ ეს საქმე მთლიანად პოლიტიკურია.

„არასოდეს არ ქონია ამხელა მნიშვნელობა მოსამართლის გადაწყვეტილებას როგორც დღეს, უამრავი პოლიტიკოსის ადვოკატი ვყოფილვარ, დღეს ამ პროცესს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ჩვენ დღეს აქ ქვეყნის ახალ ისტორიას დავწერთ.

თქვენ დარწმუნებული ვარ კარგად გაქვთ გაანალიზებული რა პროცესები მიმდინარეობს ნიკა მელიას სამართლებრივ დევნაში, იცით რომ მელია არც მიიმალება, არც მოწმეებზე მოახდენს გავლენას, იცით რომ სხვა საქმეზე ბრალდებულია და ხელი არასოდეს შეუშლია და არც მიმალვა უცდია.

მივმართავ სასამართლო კორპუსს, ეს არის უპრეცენდენტო შანსი, რომ დღეს ყველაფრის მიღმა სასამართლო დადგეს და აჩვენოს პროკურატურასაც, აჩვენოს პოლიტიკოსებს ის, რომ სასამართლო უნდა ყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს პრინციპული და ძალიან იმედი მაქვს, რომ მოსამართლე შეისმენს ათი ათასობით ადამიანის ხმა. დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა რეალობა,ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც სასამართლოდ უნდა დააბრუნოს სამართლებრივ ჩარჩოებში“ –

ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურის არგუმენტი, რომ თითქოს, მელია მიიმალება ან ზემოქმედება ექნება მოწმეებზე უსაფუძვლოა და ამის “აბსოლუტურად ნულოვანი საფრთხე“ არსებობს.

,,სასაცილოა ბრალდების მხარის განცხადება, რომ მოწმე ნათია ბერიძე აცხადებს რომ ფეისბუკ პოსტზე უწერენ რაღაცეებს, გეკითხებით აქ რა შუაშია ნიკა მელია? სასაცილია ბატონო მოსამართლევ ეს პოზიცია პროკურორის მხრიდან, რომ თურმე ამიტომ მოახდენს მელია მოწმეებზე გავლენას. ეს ხელოვნურად შექმნილი საქმე გამოყენებულია როგორც ინსტრუმენტი მელიას პოლიტიკური საქმიანობისგან ჩამოსაშორებლად.“- განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა მელის  აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

სიახლეები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. განცხადებაში საუბარია პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“, რომელიც მშობლების...

ანი წითლიძე ნიკა მელიას მიმართავს

სანამ ციხეში ხარ. სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან...

ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას – EU განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე EU წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირის წარმომადგენლობაში...

ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...