მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პარლამენტი გააბახეს" - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ, რომელიც დღეს...

,,პარლამენტი გააბახეს” – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ, რომელიც დღეს ნიკა მელიას მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდა

Published on

საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელსაც გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობასა და მასში მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციური პატიების ლიდერები იმყოფებიან.

პარლამენტი გააბახეს,” – ასეთი შეფასება მისცა დეპუტატების მიერ ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის პროცესს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა მურთაზ ზოდელავამ, რომელიც დღეს ნიკა მელიას მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდა.

ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, მტკიცებულებების აშკარა გაყალბების გამო, საქმეს არც გენერალურმა პროკურორმა და არც მისმა მოადგილეებმა არ მოჰკიდეს ხელი. მისი თქმით, ივანიშვილმა ეს საქმე ნიკა მელიას კოლეგების ხელით გააკეთა და ამ გზით პარლამენტი გააბახა.

„ეს იყო ბრალი, რომელსაც ხელი არ მოკიდა არც გენერალურმა პროკურორმა და არცერთმა მისმა მოადგილემ, იმდენად შეკერილია, იმდენად ფალსიფიცირებულია, ეს ყველაფერი ზედაპირზეა. კომიტეტმა ისე დაიწყო მსჯელობა, რომ იმ  საქმის  მასალები 90 პროცენტი შემდგომ შეგროვდა. ყველაზე სამარცხვინო რაც იყო, გუშინ ვნახეთ ის, პროკურორმა უარი განაცხადა დაპატიმრებაზე და დეპუტატებს დააპატიმრებინა მათივე კოლეგა ივანიშვილმა. მან ვერ გაბედა, იმიტომ, რომ მან ყველაზე უკეთ იცის რამდენად არის გაყალბებული ეს საქმე. ყველაზე უკეთ თადუმაძემ იცის, ახლა იმალება ბუჩქებში. პარლამენტი გააბახეს, მოდი პირდაპირ დავარქვათ თავის სახელი,“- განაცხადა ზოდელავამ.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...