მთავარისიახლეებიპოლიტიკასასამართლოში წასვლის წინ ნიკა მელია ოჯახს დაემშვიდობა. ,, ჩემი დაპატიმრება ხელისუფლებისთვის ...

სასამართლოში წასვლის წინ ნიკა მელია ოჯახს დაემშვიდობა. ,, ჩემი დაპატიმრება ხელისუფლებისთვის არ იქნება მარტივი: ქარს დასთეს – ქარიშხალს მოიმკი” – აცხადებს იგი

Published on

რამდენიმე წუთში თბილისის სასამართლოში იწყება ნიკა მელიას პროცესი, რომელზეც მოსამართლემ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე უნდა იმსჯელოს.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მელია ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდება მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება.

„რომ არ დამაკავონ როგორ უნდა გაამართლონ გუშინდელი დღე. ამიტომ სხვა გზა არ ექნებათ, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ. არ არის მარტივი იმ ყველაფრის შემდეგ დააკავო, გავრილოვის შემოპარვის და მერე ძალდატანებით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმის გამო ვინმე, მითუფრო უნდათ არ უნდათ პოლიტიკოსს  ამის გამო რომ აკავებ არ იქნება მათთვის ადვილი გადასაწყვეტი. თესავენ ქარს და ქარს როცა თესავ, ამბობენ ქარიშხალ მოიმკიო. არ მგონია რომ დაპატიმრების შემთხვევაშ მე იქ ვიქნები შეზღუდული და ეს 91 დეპუტატი იქნება თავისუფალი,”-განაცხადა ნიკა მელიამ.  

ნიკა მელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა და ეს მისი აგონიური ქმედებებიდანაც  ჩანს.

„გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ მილიარდები საქმეს ვეღარ უკეთებს გუშინდელმა დღემ აჩვენა რომ ის ძალაუფლება რომელიც მას აქვს, პლუს ის მილიარდები აღარ არის საკმარისი აკეთოს ის რაც მას სურს. და შედის სულ უფრო და უფრო ღრმა ჩიხში და ის მოქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს მისი მხრიდან ეს არის აგონიური მოქმედებები. საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი, მმართველი ადამიანი ამ ქვეყნის, სპეცრაზმს სახლში რატომ შეიყვან და სპეცრაზმთან ერთად რატომ დაიძინებ. წარმოიდგინეთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომელიც არის,“-განაცხადა ნიკა მელიამ. 

სასამართლოში წასვლის წინ ნიკა მელია ოჯახს დაემშვიდობა. “დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკას, თავიანთი მკურნალი ექიმის შვილს, არ გაიმეტებდნენ ციხისთვის” – ამბობს ნიკა მელიას მამა, ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია, თუმცა იგი მხოლოდ გულნატკენია და არა იმედგაცრუებული, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ კაცის გული მხოლოდ ერთი შეხედვით არის ხორცის ნაგლეჯი, სინამდვილეში ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...