მთავარისიახლეებიპოლიტიკაემზარ კვიციანი დეპუტატებს მოუწოდებს ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ

ემზარ კვიციანი დეპუტატებს მოუწოდებს ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ

Published on

ემზარ კვიციანი დეპუტატებს მოუწოდებს ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. მისი თქმით, ფაქტია, რომ ნიკა მელია არსად გაქცევას არ აპირებს და ვინაიდან მისი პატიმრობის აუცილებლობა არ არსებობს, მაშინ შესაძლოა რომ მის მიმართ პატიმრობა არ იქნას გამოყენებული. ემზარ კვიციანი ასევე მიმართავს დეპუტატებს დაუშვან შესაძლებლობა რომ ნიკა მელიას მიმართ შინა პატიმრობა იქნას გამოყენებული.

„ჩვენ 21 ში ვიხილეთ ძალიან ბევრი ადამიანი რომლებიც მოუწოდებდნენ . მახსოვს ასეთი ფრაზა: ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება. გახსოვთ ალბათ ხო მაგის ავტორი, ქვეყნის გამყიდველი ირაკლი ოქრუაშვილი. რომელსაც  არ სჭირდება შეჩერება არც იმუნიტეტის და არც ჩამორთმევა. არის დაკითხული ან დაკავებული? რაც შეეხება ნიკანორ მელიას, არის მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული. გირაოთია გამოშვებული და არც გაქცეულა არსად. დღესაც აგერ მოვიდა, ზის და გისმენთ. ანუ ყველა საფუძველი არსებობს, რომ არსად არ გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი მაგისი პატიმრობაში ყოფნა ძალიან მაინტერესებს. თუ არის საშუალება მაგისი რომ დეპუტატები ვისაც სურვილი ექნება რომ თავდებში დაუდგეს ნიკანორ მელიას არის თუ არა შესაძლებლობა რომ აიღონ დეპუტატებმა ტავის თავზე , რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის. ან შიდა პატიმრობა იყოს. მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა მიმართულებები გვაქვს ჩვენ პოლიტიკური ის არის ჩვენი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა თავისი  კოლეგა გაწირეს. რადგან მივიღეთ, მივიყვანეთ და დავსვით აქ, მაშინ კეთილი ინებეთ და კოლეგიალობა დავიცვათ. ამიტომ მოვითხოვოთ შინა პატიმრობა სანამ არ მორჩება გამოძიება,“-განაცხდა ემზარ კვიციანმა.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...