მთავარიUncategorized,,იმუნიტეტის მოხსნა ბოკერიადან უნდა დაიწყოს, რადგან იგი გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის მთავარი...

,,იმუნიტეტის მოხსნა ბოკერიადან უნდა დაიწყოს, რადგან იგი გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად”. – ირმა ინაშვილი

Published on

„ეს იყო ბოკერიას პარტიასა და „ქართული ოცნების“ მიერ ერთობლივად დაგეგმილი პროვოკაცია პარლამენტში და სწორედ ამ პროვოკაციას მოჰყვა ვნებათაღელვა პარლამენტის წინ. ამდენად სამართლიანი იქნება იმუნიტეტის მოხსნა ბოკერიადან დაიწყოს, რომელიც გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. – განაცხადა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ქართული ოცნება მსჯელობს მხოლოდ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტზე მოხსნაზე, რაც ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიანად და ბოკერიასთვის იმუნიტეტის მოხსნა უნდა დადგეს დღის წესრიგში. „ქართული ოცნება“ ცდილობს გადაარჩინოს მისი მთავარი მოკავშირე რეალური სატელიტი ბოკერიას სახით, ეს ჩვენ არ მიგვჩნია სამართლიან მიდგომად.“- განაცხადა ინაშვილმა. მისი თქმით აქვს კითხვები, რომელსაც ხელისფლებამ პასუხი უნდა გასცეს:

„პირველი – საქართველოს ხელისუფლება ორი თვის მანძილზე ინტენსიურად ეხვეწებოდა რუს დეპუტატს, გავრილოვს, ჩამოსულიყო საქართველოში, ჩვენ გვაინტერესებს რა იყო რეალურად ამ დაჟინებული და ინტენსიური ხვეწნის მიზანი.

მეორე – საქართველოს ხელისუფლება გავრილოვს საქართველოში ოჯახთან ერთად ეპატიჟებოდა, რადგან გავრილოვი წარმოშობით საქართველოდანაა, მისი ბაბუა დედის მხრიდან გვარად ლომთაძეა და მას სთხოვდნენ ოჯახიც ჩამოეყვანა საქართველოში. საქართველოს ხელისუფლება გავრილოვს ჰპირდებოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რის დაცვასაც არ აპირებდა, ჩვენ გვაინტერესებს რას ნიშნავს ეს თამაში?

მესამე- გავრილოვს ასამბლეის პირველ დღეს დახვდნენ ტაშ-ფანდურით, სიმღერით და ქართული პურ-მარილით, გვაინტერესებს რატომ. გავრილოვი მიწვეული იყო სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ამავე დღეს, ამას დისკომფორტი არავისთვის შეუქმნია, სხვათაშორის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეც ოფიციალური სახელმწიფო დაწესებულებაა.

მეოთხე – მეორე დღეს გავრილოვი მოიყვანეს პარლამენტში და დაუთმეს თავმჯდომარის სავარძელი, რომლის დაკავების უფლებაც, მეც კი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს არა მაქვს, თუ არ არის გადაწყვეტილი ბიუროზე და გამყარებული არ არის თავმჯდომარის ბრძანებულებით, ჩნდება კითხვა – რატომ და ვინ დაუთმო გავრილოვს ეს ადგილი?

მეხუთე – რატომ დაინიშნა ასამბლეის შეკრება მაინცდამაინც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში?

მეექვსე – ორ წუთში დარბაზში როგორ აღმოჩნდა ბოკერიას პარტია წინასწარ დაბეჭდილი პლაკატებით? წინასწარ საიდან იცოდნენ რა მოხდებოდა და ერთ წუთში როგორ დაიბეჭდა პლაკატების კასკადი, რომელსაც მინიმუმ ერთი დღე სჭირდება.

მეშვიდე- მაინტერესებს, ტელეარხებს და მედია საშუალებებს ვინ და კონკრეტულად რა წყარომ მოგაწოდათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს გავრილოვი მონაწილეობდა აფხაზეთის ომში და დარღვეული ჰქონდა სავიზო პირობები, რატომ უარყვეს ეს ინფორმაცია ძალოვანმა სტრუქტურებმა მთელი რვა საათის შემდეგ და არა მაშინ, როდესაც ეს დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, რას ელოდნენ პროცესების გამწვავებას?

მერვე – მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდნენ 15 წუთში პარლამენტის შენობასთან და შენობაშიც აქტივისტები ასევე წინასწარ დაბეჭდილი პლაკატებით?

მეცხრე – მაინტერესებს და გვაინტერესებს, რატომ გაიყვანეს უკვე „რედისონიდან“, არა სათადარიგო გასასვლელიდან, არამედ მთავარი გასასვლელიდან ბატონი გავრილოვი, სადაც ყველამ იცოდა, რომ იდგნენ აღელვებული ახალგაზრდები? რატომ დაუშვა ეს ხელისუფლებამ, რატომ დაუშვა ეს პოლიციამ, რომ აქტივისტებს ხელი დაერტყათ გავრილოვისთვის?“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„ეს დაგეგმა და აღასრულა ქართულმა ოცნებამ ბოკერიას პარტიასთან ერთად, სააკაშვილის პარტია ამ პროცესში შემდეგ ჩაერთო და ფაქტობრივად გეგმა აურია ოცნებას და ბოკერიას. პროცესები გავიდა მათი კონტროლის ზონიდან, როცა პარლამენტის წინ მღელვარებამ პიკს მიაღწია ბოკერია და კანდელაკი გაემიჯნენ ამ პროცესებს და დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მათთვის ძალადობა მიუღებელია.“- განაცხადა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი მოითხოვს გამოძიება დაიწყოს სწორედ გავრილოვზე განხორციელებულ პროვოკაციაზე და მისი თქმით არ შეიძლება მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებზე მიდიოდეს გამოძიება.

სიახლეები

ქართველები ხელისუფლების მხრიდან ხმის გაგონებას იმსახურებენ – ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს, რომ ქართველები დღეს თავისუფლების, დემოკრატიისა და...

“ერთობის ჯაჭვს” სალომე ზურაბიშვილიც უერთდება

"ერთობის ჯაჭვს" სალომე ზურაბიშვილიც უერთდება. საქართველოს პრეზიდენტი საყოველთაო აქციას ზაარბრიუკენის ხიდზე შეუერთდება. პრეზიდენტს გზად...

თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის! - დღეს, 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე...

“მივესალმები ” ბიძინა ივანიშვილისთვის დიდი ხნის დაგვიანებით დაწესებულ სანქციებს” – მაკკოლი

მივესალმები "ქართული ოცნების" მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილისთვის დიდი ხნის დაგვიანებით დაწესებულ სანქციებს. მას და...