მთავარისიახლეებიპოლიტიკავის ეშინია სანდრა რულოვსის? - ბიძინა ივანიშვილი სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებიდან...

ვის ეშინია სანდრა რულოვსის? – ბიძინა ივანიშვილი სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებიდან მხოლოდ მას გამოყოფს

Published on

ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ შეცდომების აღიარების შეფასებასთან   კონტექსტში შეეხო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ერთერთ მნიშვნელოვან გზავნილს და ეჭვი შეიტანა მის გულწრფელობაში, კერძოდ,  განაცხადა რომ   ”ნაციონალური მოძრაობის” ბოდიშს  ყოფილი ხელისუფლების დროს განხორციელებულ გადაცდომებზე მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში დაიჯერებს. 
,, სანდრა რულოვსი ზოგადად ამბობს, რომ ჩახედა მეუღლეს თვალებში და ამოიკითხა, რომ შეცდომებს აღარ გაიმეორებს – ვერ ვნახე მათი გულწრფელი მონანიება. მე არ მომისმენია, მათ შორის არც სანდრა რულოვსისგან, რომ ისინი აღიარებენ ამ ტიპის დანაშაულებებს. ზოგადად ამბობს, რომ ჩახედა თავის მეუღლეს თვალებში და ამოიკითხა, რომ შეცდომებს აღარ გაიმეორებს. რომელ შეცდომებზეა საუბარი, ახალგაზრდა ბიჭები, რომ ჩახოცეს? პატიმრებს, რომ აწამებდნენ? მთელი ბიზნესი, რომ მართული იყო? ჯერ უნდა აღიარო დანაშაული, მერე უნდა თქვა, რომ აღარ გააკეთებ იგივეს. ჯერ მე არ მომისმენია მათგან ასეთი რამ. ახალაიას და მერაბიშვილს ჯერ კიდევ პოლიტპატიმრებად აცხადებენ და ესენი მოინანიებენ? გამოვიდეს ქალბატონი სანდრა მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს თუ დამნაშავეებად? მის განცხადებას თუ გავიხსენებთ, ლამის იდეოლოგიაში ჩასვეს, რომ მიშა ისეთი კაცია შეიძლება გეშინოდესო. შიშზე უნდა იყოს აგებული მართვა? ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის. გამოვიდნენ და თქვან, რომ მერაბიშვილი და ახალაია სამართლიანად ზიან ციხეში, 26 მაისის და 7 ნოემბრის მოვლენები ასეთი არ უნდა ყოფილიყო, ბიზნესი იმართებოდა. აღიარონ და მერე დავიჯერებ”, – აღნიშნა მან. 
 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...