მთავარიUncategorizedესპანეთში რეზინის ტყვიით თვალის დაკარგვისთვის მამაკაცს 200 000 ევროიანი კომპენსაცია არგუნეს -...

ესპანეთში რეზინის ტყვიით თვალის დაკარგვისთვის მამაკაცს 200 000 ევროიანი კომპენსაცია არგუნეს – ტაბულა გე

Published on

იტალიელ ნიკოლა ტანოს 2010 წელს ბარსელონაში ადგილობრივი სამართალდამცველების ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც ცალი თვალი დაკარგა. 2016 წელს კატალონიის რეგიონულ მთავრობას მოუწია, დაზარალებულისთვის კომპენსაციის სახით 200 ათასი ევროიანი კომპენსაცია გადაეხადა.

ინციდენტი ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების აღნიშვნისას მოხდა ბარსელონაში. კომპენსაციის სანაცვლოდ, დაზარალებულმა სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა, რომლითაც დამნაშავე სამართალდამცველის პოვნასა და დასჯას ითხოვდა.

ინციდენტის შემდეგ ნიკოლა ტანო აქტიურად ჩაერთო კამპანიაში რეზინის ტყვიების გამოყენების წინააღმდეგ და შედეგად, კატალონიის პარლამენტმა ისინი 2014 წელს აკრძალა.

მომხდარის შემდეგ დაზარალებულს კატალონიის მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა წერილი მისწერა, სადაც ბოდიშს უხდიდა:

“დარწმუნებული ვარ, რომ იმ შეთანხმების მიუხედავად, რაზეც საბოლოოდ მოვრიგდით, ჩვენ ვერასდროს შევძლებთ აგინაზღაუროთ ის ზარალი, რაც მოგადგათ” – წერდა კატალონიის შინაგან საქმეთა მინისტრი.

ესპანეთში ანალოგიური შემთხვევა ორი წლის შემდეგაც მოხდა, როცა 2012 წელს დემონსტრაციისას პოლიციის ნასროლი რეზინის ტყვიით ესტერ კუინტანამ მარცხენა თვალი დაკარგა. 2015 წელს ქალმა კატალონიის მთავრობისგან 260 ათასი ევრო მიიღო კომპენსაციის სახით.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...