მთავარისიახლეებიპოლიტიკა"აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს...

“აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა,“ – გიორგი მარგველაშვილი

Published on

აი, ესე იწერება ეს ისტორია და ისტორია იქნება ძალიან კარგი – ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ დღეს პარლამენტის წინ მდგომი ადამიანები წერენ საქართველოს ისტორიას.

„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის სიტყვებია, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე მაშინებდა, რომ თავისუფლების ხე დრო და დრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამითი გაერთიანებულები და თქვენ არ შეგეშინდებათ,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესები 9 აპრილის ღამეს შეადარა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ სახით უპირისპირდება სუსტი ძალა.

„მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და  ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ, დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები გააჩნიათ თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა რაღაცნაირი მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, მისი თაობა ასეთი ბრძოლის დროს უშვებდა შეცდომებს, რადგან არ ჰქონდა სიმტკიცე, ამიტომ მთავარია სიმტკიცე და გამძლეობა, რასაც დღევანდელი აქციის მონაწილეები იჩენენ.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება გამარჯვებით.

„ამიტომ ცოტა იუმორით, რომ მოგმართოთ კობახიძე “ეტა რაზ”, გახარია “ეტა დვა”!“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...