მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოს რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრა დაიწყო აღიარებით, რომ ,,ყველაზე მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოს რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრა დაიწყო აღიარებით, რომ ,,ყველაზე მეტი მხარდამჭერი ნაციონალურ მოძრაობას სწორედ სამეგრელოში ყავს”

Published on

 ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაში 25 ჟურნალისტი მონაწილეობს, მას უკვე დაუსვეს პირველი შეკითხვები, რომელთაც ბიძინა ივანიშვილმა მისთვის ჩვეული ემოციურობით უპასუხა.
ჟურნალისტ ნათია თოიძის კითხვის პასუხად, როგორ აფასებს ,, ქართული ოცნების'' შანსებს სამეგრელოში, სადაც საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე გახდა ცხადი, რომ ბრძოლა იქნება ძალიან მწვავე, ბიძინა ივანიშვილმ უპასუხა (რამდენადმე გაუბედავად) ,  რომ დარწმუნებულია გამარჯვებაში, თუმცა ეს არ იქნება იოლი.
,, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ნაციონალურ მოძრაობას სწორედ სამეგრელოში ყავს და ამას ყველა გამოკითხვის შედეგებიც აჩვენებს, მაგრამ არჩევნები სწორედ იმისთვისაა, რომ იყოს შეჯიბრი, ოღონდ შეჯიბრი, და არა ბრძოლა. ბრძოლა ჩვენ გავიარეთ 2012 წელს ძალიან მძიმე და იმედი მაქვს , რომ  იქნება კულტურული არჩევნების ჩატარება''. 
 კითხვაზე კორცხელის ინცინდენტთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა  განაცხადა, რომ კორცხელის  საქმის გამოძიება ჯერ არ არის დასრულებული. ,, მაგრამ ის ხელკეტები რომელ მანქანებშიც იდო, ძალიან კარგად ჩანდა . ნუ, პროფესიონალები არიან პროვოკაციების. ქართულ ოცნებას მართებს მეტი სიფრთხილე, კამერები უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი არჩევნებში, როგორც ეს იყო 2012 წლის არჩევნებში და მაშინ ჩვენ კამერებით მოვახერხეთ იმ ძალადობის შეჩერება, რაც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, პოლიციიდან მოდიოდა, პოლიცია იყო ძირითადი ინსტრუმენტი ნაციონალური მოძრაობის ხელში ძალადობისთვის საკუთარ ხალხზე. ეს დღეს არააა. პროვოკაციებიც ნაკლები იქნება, თუმცა იქნება ამის მცდელობები ძალიან ბევრი და უნდა იყოს ბევრი კამერები, რომ დავაფიქსიროთ ყველაფერი''
 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...