სახელმწიფო ჰიმნის შესრულებითა და პლაკატებზე საპროტესტო ტექსტებით – დღეს, ამ ფორმით გააპროტესტეს ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევის ფაქტი. რუსეთი ოკუპანტია- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მიხეილ კლდიაშვილი და დასძენს, რომ ისინი უერთდებიან თბილისში აქციის მონაწილეების მოთხოვნებს, დროულად გაათავისუფლონ აქციაზე დაჭერილი უდანაშაულო ახალგაზრდები. იგივე აზრს იზიარებს ლაზარე ლაშხია და ელენე გულუა, ისინი ამბობენ, რომ მტრის წინაშე ყველანი უნდა გაერთიანდნენ. მხარდასაჭერი აქციები თბილისის გარდა, პარალელურად სხვადასხვა ქალაქში იმართება.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ზუგდიდელი მოსწავლეები უერთდებიან [Video]
Published on