მთავარისიახლეებიპოლიტიკარა გაუბედეს თვადის ქალ ადა მარშანიას

რა გაუბედეს თვადის ქალ ადა მარშანიას

Published on

თქვენ ამ დღეებში რა გამიბედეთ, რომ გამიბედეთ, რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ – ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტში გააკეთა. დეპუტატმა ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდა და მათგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ადა მარშანიამ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გააკრიტიკა. მისი თქმით, მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა, თითქოს, გავრილოვისთვის პარლამენტში ადგილის გათავისუფლებას ცდილობდა. 

„ეს არის აშკარა პროვოკაცია, რაც ამ დარბაზში მოხდა. გადავსებულია პარლამენტის აპარატი „ნაციონალური მოძრაობის“ სადისტებით. როგორ და რანაირად მოხვდა ის გავრილოვი მანდ, მოიკითხეთ თქვენთან. მინდა, მივმართო ე.წ. ტელეარხებს და ე.წ. ჟურნალისტებს, რომლებიც სინამდვილეში არიან მომსახურე პერსონალი აი, ამ სადისტური პარტიის, რომელიც კოჰაბიტაციაში არის „ქართული ოცნებასთან“ და თანაოკუპანტია გავრილოვის, გავრილოვზე ნაკლებები ესენი არ არიან. თქვენ ამ დღეებში რა გამიბედეთ, რომ გამიბედეთ, რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ, გავრილოვს მე ვუთავისუფლებდი თურმე აქ ადგილს, ეს არის ნაძირლობა თქვენი მხრიდან, პირველის ჟურნალისტები, რომლებსაც პირგველი ჰქვიათ სამართლიანად ხალხში, რუსთავი 2, ცრუსთავი რომ ჰქვია სამართლიანად ხალხში და სამწუხაროდ, ვაი, იმედის ჟურნალისტები ჩემთან ახლოს ინტერვიუზე არ მოხვიდეთ და ჩემს კაბინეტთან ახლოს არ მოხვიდეთ, თქვენ ხართ პროვოკატორები და ამ ბნელი ძალების მომსახურე პერსონალი. ბოდიში მომიხადეთ, რაც მე გამიკეთეთ ამ დღეებში, ნუ მასწავლით, ოკუპანტს როგორ უნდა ველაპარაკო, მე ოკუპანტის ბუდეში ჩავდივარ,თვალებში ვუყურებ და ვეუბნები ოკუპანტს იმას, რაც ეკუთვნის,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

სხდომათა დარბაზში შესვლამდე ადა მარშანიამ დერეფნებშიც ,, დაამყარა წესრიგი, ამჯერად ოპოზიციონერ დეპუტატებს და მედიას დაუტატანა:

მიშას დაქალო, მიშას დაქალო“ – ადა მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას ამ შეძახილით დახვდა.

ამის შემდეგ ადა მარშანია ჟურნალისტებს თავს დაესხა – „თავი დამანებეთ, „რუსთავო2“.

მან მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მიკროფონებს მაიდენტიფიცირებელი ღრუბლები მოაძრო.


სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...