მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა მდინარაძე; სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ

მამუკა მდინარაძე; სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ

Published on

სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ – ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას განვცხადებას იმის სესახებ, რომ მიმა ყოფილმა თანაგუნდელებმა სკამების გამო დაკარგეს სახე.

„უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით იმ წამსვე ჩავშალე სხდომა, როგორც კი მოვედი, ეს იყო ჩვენი პოზიცია და დღის ბოლოს დუმის დეპუტატები აღარ იყვნენ თბილისში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას არ დაინახავდა და ამას ის მოაყოლეს, რომ გარეთ გამოსული ახალგაზრდების ნაწილის ემოციებით ითამაშეს და საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ ვნახეთ. ამათ არ უნდათ, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.

უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით, სწორედ „ნაციონალებს“ ეკისრებათ პასუხისმგებლობა 20 ივლისის მოვლენებზე, რადგან მოსახლეობას პარლამენტის შენობის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდნენ.

,,ვინ მოუწოდებდა აქციაზე ახალგაზრდებს, რომ პარლამენტის შენობა შტურმით უნდა აეღოთ, რა უნდოდათ? მათ ხელისუფლების გადატრიალება უნდოდათ. არავინ არ ეკიდება სკამს. ბოდიში და სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი და ყველაფერიც, სადაც ვზივარ. მაგრამ რეალურად, ამათ უნდათ თავისი და ყველას შვილების მომავალი მოკლან, ასე უნდათ, რომ დაამყარონ დიქტატურა მომავალში“

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზეც გააამახვილა ყურადღება და საპარლამენტო ოპოზიციას სპეკულაციებში დაადანაშაულა.

ამათ ჭირდებათ მხოლოდ ობსტრუქცია, მხოლოდ გადატრიალება, მხოლოდ ავტოკრატიის იმედის დატოვება და ამის შანსის არ მოკვლა. ხომ ნახეთ ყველამ, რომ გუშინ ჩავარდნენ შოკში და რითი იყო იცით ეს შოკი გამოწვეული? გუშინდელი ჩვენი გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ ასეთი არჩევნების პირობებში, შეუძლებელია მათ ილუზია დარჩეთ, რომ როდესმე მარტო ისინი იქნებიან ხელისუფლებაში და ჩავარდნენ ამის გამო შოკში. სხვანაირად არ შეუძლიათ.ამათმა ხალხი უნდა დახოცონ, გვამები უნდა უნდოდეთ აქციაზე, უბედურებები უნდა დაატრიალონ, რომ რაღაც აზრი ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ცხოვრებას და საერთოდ ცხოვრებას. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...