მთავარისიახლეებიპოლიტიკასკამების გამო დაკარგული სახეები პარლამენტში

სკამების გამო დაკარგული სახეები პარლამენტში

Published on

საპარლამენტო სხდომა ვითარება, პრაქტიკულად, უკონტროლოა. ენმ-ს და “ევროპული საქართველოს” წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. თუმცა სესიაზე რჩებიან სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები და სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის მოქმედი და ყოფილი წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს . ხმაური პარლამენტში, მმართველი გუნდის ყოფილი წევრის, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა.

ბესელიამ თქვა, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის სისხლიან მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს დაუპირისპირდა და ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნებაში დადანაშაულა.მისი თქმით, “ოცნება” ხალხს დაუპირისპირდა.

,, ჩემიანი თუ აკეთებს ყველაფერი მოსულა? სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე, ოთახში რომ იყავით ჩაკეტილი, გასულიყავით და გადაფარებოდით იმ ბავშვებს თვალები რომ დათხარეს- სადარბაზოებში დაკავებულების ცემა, დევნა, ეს მიგაჩნიათ, რომ ნორმალურია და ამაზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინისტრმა?” – ამ განცხადებით, დეპუტატმა ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა. ეკა ბესელიამ “ქართული ოცნების” ლიდერები გააკრიტიკა და თქვა, რომ მათი უტიფარი განცხადებები, სვამს ტოლობის ნიშანს მოძალადე სპეცრაზმელებსა და მათ შორის.  ბესელიას თქმით, ბოდიშები არ კმარა და სპეცრაზმისთვის გადაბრალება.  “აგერ მე და აგერ თქვენ-შედეგს ნახავთ როგორი იქნება,”-განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიას მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ისინი ახალგაზრდების გვერდით დგანან

მიხეილ ყაველაშვილის პროტესტი გამოიწვია ზვიად კვაჭანტირაძის და გედევან ფოფხაძის გამოსვლებმაც. მან სხდომათა დარბაზი დატოვა.

“გადამდგარიყო დილას კობახიძე, არაფერი შტურმი არ იქნებოდა,” – მიმართა გედევან ფოფხაძემ ყაველაშვილს, სანამ ის დარბაზს დატოვებდა. 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...