მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუდაურში ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს

გუდაურში ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს

Published on

გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ “Mountain Set: Kazbegi”-ის ტერიტორია დაარბიეს. თავდამსხმელები ფესტივალის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ  და დაამტვრიეს ინფრასტრუქტურაც.

„ ათი დღეა უკვე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. პარასკევს არის ფესტივალი. გუშინ სტეფანწმინდიდან მოხევეები და მთიულები ამოვიდნენ ტერიტორიაზე. მათი თქმით, ეს იყო მათი მამა-პაპის საძოვრები  დაიყო ეკლესიები და ხატებს შეურაცხყოფდა ეს მუსიკა. შესულები ვიყავით მერთან შეთანხმებაზე. სამი საათი ვისხედით, ვილაპარაკეთ, მაგრამ ვერ მივედით ვერანაირ გადაწყვეტილებამდე, ალტერნატივასაც ვერ გვთავაზობდნენ. ჩვენი თანამშრომელი ბიჭები იყვნენ ტერიტორიაზე და უცბად ვიღაცამ დაიყვირა „დავარბიოთო“ და ტერიტორიაზე ყველაფერი  დარბეულია. იყვნენ სამართალდამცავები, კრიმინალებიც იყვნენ გუშინ ამოსულები, ფოტოები გადავიღეთ. ზარალია 30 000 დან ზემოთ, იმიტომ, რომ ჩათვალეთ, რომ კოტეჯები, ბარები, აღარაფერი აღარ არის,“- განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა მარიამ შარაშიძემ.  

გამოძიება უკვე დაწყებულია ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურების მუხლით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...