მთავარისიახლეებიპოლიტიკა2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს

2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს

Published on

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე ოპოზიციის ლიდერები დღეს კონსულტაციებს გამართავენ.

ხელისუფლების ოპონენტები სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. მათი თქმით, იმსჯელებენ ამ მოდელის რა ფორმა სჯობია საქართველოსთვის მოსალოდნელი დარღვევების თავიდან ასაცილებლად.

„მოვაგროვეთ 300 ათასი ხელმოწერა, შევიტანეთ პარლამენტში. ჰგონია ოლიგარქს, რომ რაღაც ხრიკები გაუვა, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ძალიან მყარი პოზიციით წარვდგეთ. რეალურად უნდა ვთქვათ, რომ პროპორციული სისტემა, ამ ადამიანებმა დაათმობინეს, ჩვენ ყველამ ერთად დავათმობინეთ,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, ოპოზიციის ნაწილი გარკვეულ რისკს ხედავს და არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებიც გაიმართოს.

„დღეს უკვე საჭიროა კოორდინირებული მოქმედება, რომ მათ შორის ეს მონაპოვარი რაც გვაქვს ბოლომდე მივიყვანოთ და რა თქმა უნდა საჭიროა პოზიციების კოორდინაცია. ჩვენი ვალდებულება არის, რომ ფართო სპექტრთან საზოგადოების ვიყოთ კონსულტაციაში, რომ ეს დანაპირები რომელიც მოგვცა ივანიშვილმა, რომელიც გამოვტყუეთ ივანიშვილს, ახლა ლოგიკურად მივიყვანოთ კონსტიტუციურ ცვლილებამდე,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...