მთავარისიახლეებისაზოგადოება„რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში"- კონფერენცია საქართველოს უნივერსიტეტში

„რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში”- კონფერენცია საქართველოს უნივერსიტეტში

Published on

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ გამართა უპრეცენდენტო კონფერენცია თემაზე: „რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში“, რომელსაც საუნივერსიტეტო მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია.
კონფერენცია ოთხი ძირითადი მიმართულებით დაიყო:
რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები;
სამხედრო, ჰიბრიდული გავლენები;
კულტურა, ნორმები და ფასეულობები;
როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.
კონფერენციაზე მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებმა განიხილეს რუსეთის რევიზიონისტულ სტრატეგიაზე, რომელიც ორიენტირებულია პოსტ-საბჭოთა სივრცეში საკუთარი გავლენის დაბრუნებაზე.
კონფერენციაზე იყვნენ მოწვეული სპიკერები:
მაიკლ კარპენტერი- ა.შ.შ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობისცენტრის დირექტორი. ლიტვის ეროვნული თავდაცვის ფონდის კონსტულტანტი უსაფრთხოების საკითხებში.
ჯეფრი მანკოფი- CSIS Russia and Eurasia პროგრამის ხელმძღვანელი,რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი , ექსპერტიუსაფრთხოების და რუსეთის საგარეო ურთიერთობების საკითხებში.
ბრაიან ვიტმორი- ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი.
ლუკ კოფი- ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი. „ნატო-საქართველო: ა.შ.შ და ევროპული ინტერესი“ წიგნის ავტორი.
ანდრეას უმლანდი- გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი, რუსეთის და უკრაინის ისტორიის ექსპერტი.
კრასენ სტანჩევი- მაკროეკონომიკის ექსპერტი, სოფიას უნივერსიტეტის პროფესორი, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და USAID-ის პროგრამებისხელმძღვანელი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.
ზიგიმანტის პავილიონისი- ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ტრანსატლანტიკური და დემოკრატიული სუბკომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატებისყოფილი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი.
კონფერენციის ფარგლებში ასევე, გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამეცნიერო კვლევა – „რუსული ეკონომიკის კვალდაკვალ საქართველოში და მისი გავლენები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში”, პირველი ფაზის პრეზენტაცია, სადაც განხილული იქნა რუსეთის ეკონომიკური წილი საქართველოში, როგორ მოქმედებს რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და რა ხერხს მიმართავს რუსეთი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ახორციელებს ასეთ მასშტაბურ სამეცნიერო კვლევას რუსეთის ეკონომიკურ გავლენებზე. www.ug.edu.ge

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...