მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თვალებთხრია მინისტრი"- აქცია ზუგდიდში

“თვალებთხრია მინისტრი”- აქცია ზუგდიდში

Published on

“წადი”, “სირცხვილია”, რუსეთი ოკუპანტია” “თვალებთხრია მინისტრი” – ამ შინაარსის პლაკატებით ხელში გამოვიდნენ დღეს ზუგდიდში ახალგაზრდები და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობისთვის წაყენებული პირობებიდან რამდენიმეს შეუსრულებლობას და ითხოვენ სასწრაფოდ გადადგეს შსს მინისტრი გიორგი გახარია და ყველა სამართალდამცავი, ვინც ძალის გამოყენებით მოქმედებდა, დაისაჯოს.

“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა დღეს მიღებული, ახალგაზრდების გულწრფელი მოთხოვნა იქნა გათვალისწინებული და 2020 წლიდან ჩვენ უკვე გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზე, მაგრამ დაყენებული მოთხოვნებიდან არ შესრულდა კიდევ მოთხოვნები: შსს საქმეტა მინისტრმა გიორგი გახარიამ უნდა დატოვოს თანამდებობა და უნდა აიღოს მომხდარზე პასუხისმგებლობა და სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისი მხრიდანაც ქონდა გადაცდომას ადგილი, რის გამოც ადამიანები დასახიჩრდნენ და ზოგმა კიდევ თვალი დაკარგა”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ არჩილ თოდუამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით, რაც აზრთა სხავდასხაობის მიზეზი გახდა. ოპოზიცია არ ეთანხმება ნულოვან ბარიერს და აცხადებს, რომ ეს არის მორიგი ხრიკი, რითიც ივანიშვილი ცდილობს მოატყუოს ქართველები.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...