მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპა საქართველოსთან თანამშრომლობის შემოქმედებითი პროექტების ბაზრობის იუბილეს აღნიშნავს

ევროპა საქართველოსთან თანამშრომლობის შემოქმედებითი პროექტების ბაზრობის იუბილეს აღნიშნავს

Published on

25 ივნისის 11:00 საათზე, Fabrika ფაბრიკაში (მის: ე. ნინოშვილის 8), შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირისი დელეგაციის  მხარდაჭერით გამართავს ღონისძიებას “შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019”

ევროკავშრი უზრუნველყოფს და ხელსუწყობს კულტურის სხვადასხვა სფეროს, შემოქმედებითი და აუდიოვისუალური სექტორების განვითარებას შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში.  2015 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირის პროგრამას შემოქმედებითი საქართველოსთან შეთანხმებას. შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე შემოქმედებით ევროპასთან თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსდა 22 წარმატებული პროექტი.

ღონისძიებას გახსნის საქართველოსგანათლების, მეცნიერების, კულტურისადასპორტისმინისტრისპირველიმოადგილემიხეილგიორგაძე,სიტყვითგამოვლენევროკომისარიგანათლების, კულტურის, ახალგაზრდობისდასპორტისსაკითხებში, ტიბორნავრაჩიჩიდაევროკავშირისელჩისაქართველოშიკარლჰარცელი.

ევროკავშირის პროგრამაში “შემოქმედებითი ევროპა” გამარჯვებული ყველა ქართველი ბენეფიციარი ბაზრობაზე წარმოადგენს საკუთარ ორგანიზაციას და პროგრამაში გამარჯვებულ პროექტს. ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შემოქმედებითი ევროპის დესკის საინფორმაციო კუთხე. ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში (Jungle Room) ბენეფიციარები გამართავენ თავიანთი პროექტების პრეზენტაციებს,  მოგვიანებით კი ფაბრიკის სახურავზე CineDoc-ის მიერ  გაიმართება კინოჩვენება.

შემოქმედებითი პროექტების ბაზრობაზე დასწრება თავისუფალია და ყველა დაინტერესებულ პირი შეძლებს  ბაზრობის დათვალიერებას,  გამარჯვებული ორგანიზაციებისა და პროექტების გაცნობას, ასევე  ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაციის მიღებას.

ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნებიან: თბილისის კოტემ არჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი;კინოფესტივალი CinéDOC;საქართველოს ეროვნული კინოცენტრიSofa – კინო აგენტების სკოლა; გამომცემლობა აგორაგამომცემლობა ელფითანამედროვე ხელოვნების ცენტრი CCAთბილისის არქიტექტურის ბიენალესაქართველოს მუზეუმების ასოციაცია;საქართველოს კარიტასი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი; აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი; ისრაელის სახლი; ფესტივალი SOU; Public Art Platform; ჯადოსნური ლამპარი რუსთავი.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...